სამედიცინო უნივერსიტეტში ჩარიცხვა ქრთამის სანაცვლოდ – სუს-მა 2 პირი დააკავა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 19, 2019 10:10

სამედიცინო უნივერსიტეტში ჩარიცხვა ქრთამის სანაცვლოდ – სუს-მა 2 პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოები სამსახურმა სამედიცინო უნივერსისტეტში ჩარიცხვის მიზნით აღებული ქრთამისთვის ორი პირი დააკავა.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი გია ო. და მოქალაქე ლილი ჯ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომელმა გია ო-მ, ლილი ჯ-ს დახმარებით, ამავე უნივერსიტეტში აბიტურიენტის ჩარიცხვისათვის საჭირო გასაუბრების წარმატებით გასავლელად, მოქალაქეს ქრთამის სახით გამოართვა 1000 აშშ დოლარი, რა დროსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ისინი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს” – აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 19, 2019 10:10

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


13,476
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics