სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო „ჯეო-ჰოსპიტალში“ პაციენტის გარდაცვალების საქმის შესწავლას იწყებს

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო იწყებს „ჯეო-ჰოსპიტალის“ გურჯაანის სამედიცინო ცენტრში გარდაცვლილი პაციენტის საქმის შესწავლას.

უწყების ინფორმაციით, დღესვე იქნება გამოთხოვილი სამედიცინო დოკუმენტაცია და გატარდება შესაბამისი ღონისძიებები. საკითხის საბოლოო შესწავლისთვის, მნიშვნელოვანი იქნება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.

59 წლის ქალბატონი სამედიცინო დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გულის პრობლემებით შეიყვანა. მას ოპერაცია უნდა ჩატარებოდა, თუმცა მეორე დღეს ექიმებმა ოჯახის წევრებს პაციენტის გარდაცვალების შესახებ შეატყობინეს.

ოჯახის მტკიცებით, გარდაცვლილის სხეულზე დალურჯებები, თავის არეში კი ჭრილობა ფიქსირდება, ამიტომ, მათი მოთხოვნით, ექსპერტიზა ჩატარდება.

banner
წინა სტატიაში„კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ ხელისუფლებას რუსეთის მიმართ მკაფიო პოლიტიკის განსაზღვრისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი : მმართველობის რეფორმა უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს საქართველოს დემოკრატიის განვითარების კუთხით