სამედიცინო ექსპერტები წალენჯიხის მოსახლეობის სამედიცინო ხელმისაწვდომობას გაეცნენ

“სამედიცინო ექსპერტები ორი დღის განმავლობაში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას ეცნობოდნენ. ასოცირებული პროფესორმა ვახტანგ ჩხეიძემ, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციის სააგენტოს ყოფილმა უფროსმა თეიმურაზ პირველაშვილმა და მალხაზ ჩხიკვაძემ ჯანდაცვის სოციალური მომსახურების დევნილთა და ბავშთა უფლებების მხარდაჭერის განყოფილების უფროს მერაბ შონიასთან ერთად ადგილობრივი სამედიცინო ინფრასტუქტურაც დაათვალიერეს.
დღეს კი ისინი მუნიციპალიტეტის მერს,გიორგი ხარჩილავას შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სამედეცინო კუთხით შექმნილი ვითარება. “ჯგუფის ინტერესის საგანს წარმოადგენდა, თუ რამდენად ხელმისაწვდომია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სამედიცინო მომსახირეობა. მიუხედავად იმისა, რომ წალნჯიხაში“ევქსის“ კლინიკა ფუნქციონირებს, მას არ გააჩნია სრული სამედიცინო მომსახურეობა“,-აცხადებს წალენჯიხის მერის მოადგილე თამარ ბელქანია, რომელიც წალენჯიხაში ჯანდაცვის სფეროს კურირებს. მისივე განცხადებით, ჯგუფის წევრებმა ყველა ამბულატორია დაათვალიერეს. ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რომელიც ადგილზეა შექმნილი. ასევე, საუბარი შეეხეო წალენჯიხაში ოდითგანვე არსებულ ძლიერ სამედიცინო კულტურასა და მედპერსონალს”, – აცხადებს თამარ ბელქანია.

banner
წინა სტატიაშიცარიელი ლაპარაკის ნაცვლად, მეტი HIMARS და სხვა თანამედროვე იარაღია საჭირო ომის შესაჩერებლად – რინკევიჩსი
შემდეგი სტატიაერდოღანი – საბერძნეთი განზრახ არღვევს ლოზანას სამშვიდობო ხელშეკრულების დებულებებს