სამედიცინო დასკვნის თანახმად, 9 წლის ნანიკო ბერიაშვილს მთელ სხეულზე – კიდურებზე, თავზე, სახის არეში დაზიანებები ჰქონდა, უშუალოდ სიკვდილის მიზეზი კი გაგუდვაა

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მაისი 13, 2019 18:16

სამედიცინო დასკვნის თანახმად, 9 წლის ნანიკო ბერიაშვილს მთელ სხეულზე – კიდურებზე, თავზე, სახის არეში დაზიანებები ჰქონდა, უშუალოდ სიკვდილის მიზეზი კი გაგუდვაა

გორში მოკლულ 9 წლის ნანიკო ბერიაშვილს, სასამართლო სამედიცინო დასკვნის თანახმად, მთელ სხეულზე, კიდურებზე, თავზე, სახის არეში დაზიანებები ჰქონდა. მისი სიკვდილის მიზეზი კისრის მიდამოში ხელის მოჭერით გაგუდვაა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორმა, ნანა გუგუტიშვილმა განუცხადა.

როგორც გუგუტიშვილი აღნიშნავს, მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დღეს საქმის გამომძიებელი და სასამართლო სამედიცინო ექსპერტი დაიკითხნენ.

„დღევანდელ პროცესზე სასამართლო სამედიცინო ექსპერტი დაიკითხა, რომელმაც გარდაცვლილ ნანიკო ბერიაშვილზე ჩაატარა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და დაადგინა ყველა ის დაზიანება, რაც გოგონას სხეულზე აღენიშნებოდა. ასევე, დაადგინა გარდაცვალების მიზეზი. ექსპერტმა დეტალურად ისაუბრა თითოეულ დაზიანებასთან დაკავშირებით, მათ ხარისხებთან დაკავშირებით და უშუალოდ გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით. ასევე დაიკითხა, გამომძიებელი, რომელიც საქმის ძირითადი გამომძიებელი იყო და ჩატარებული აქვს არაერთი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება, დანიშნული აქვს ექსპერტიზის დასკვნები.

ასევე ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული იქნა წერილობითი მტკიცებულებების ნაწილი”, – აღნიშნა გუგუტიშვილმა.

მისივე განმარტებით, ექსპერტმა გოგონას სხეულზე არსებულ დაზიანებებთან და სიკვდილის გამომწვევ მიზთან დაკავშირებით ისაუბრა.

“გოგონას მთელ სხეულზე, კიდურებზე და სხეულის თითქმის ყველა ნაწილზე, თავზე, სახის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები. მისი სიკვდილის უშუალო მიზეზია ასფიქსია, ანუ კისრის მიდამოებში ხელის მოჭერის შედეგად მისი გაგუდვა. ეს გახლავთ უშუალოდ სიკვდილის მიზეზი. ასევე, თავის არეში აღენიშნებოდა მკვრივი ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანება, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო იყო და რამაც ქალას მოტეხილობა, თავის ტვინში ტრავმული სისხლჩაქცევა გამოიწვია”, – განაცხადა გუგუტიშვილმა.

დღეს დაკითხული მოწმეებით სახელმწიფო ბრალდებამ ფაქტობრივად ამოწურა მოწმეთა გამოკითხვა. შემდეგ სხდომაზე, რომელიც 16 მაისს, 10:30 საათზე დაინიშნა, წერილობით მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. აღნიშნულით ბრალდების მხარე საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევას დაასრულებს.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, მას საქმეში მოწმეები წარმოდგენილი არ ჰყავთ.

შეგახსენებთ, რომ გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს.

იაგო ნებიერიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენას.

ნებიერიძეს ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მაისი 13, 2019 18:16

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

  • სანდრა რულოვსი (66%, 1 551 ხმა)
  • გიორგი (გეგა) შენგელია (26%, 615 ხმა)
  • ზვიად სიჭინავა (4%, 103 ხმა)
  • თენგო ჯგუშია (3%, 81 ხმა)

ხმები სულ: 2 350

Google სტატისტიკა


4,438
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics