7.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, აპრილი 16, 2026
banner

სამების ტაძრიდან სამგლოვიარო პროცესია სიონის ტაძრისკენ მიემართება (VIDEO)

ილია მეორე სამების საკათედრო ტაძრიდან შეძახილების და ტაშის ფონზე გამოასვენეს. სამგლოვიარო პროცესია სამების ტაძრიდან სიონის ტაძრისკენ მიემართება.

სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობდა. ტაძარში წირვა დილის 09:00 საათზე დაიწყო.

სამების ტაძარში იმყოფებოდა კონსტანტინოპოლის – ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლად უწმინდესი ბართლომეოს პირველი, რომელმაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულა უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურება.

მსახურების შემდეგ ტაძარში შეკრებილებს სიტყვით მიმართეს მსოფლიო პატრიარქმა, ასევე საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დღეს სიონის ტაძარში დაკრძალავენ. კათოლიკოს-პატრიარქის სიონის ტაძარში დასვენებიდან დაკრძალვამდე საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სამგლოვიარო ზარები დაირეკება.

სამების საკათედრო ტაძრიდან სიონის ტაძრამდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის პატივსაცემად, კორიდორია მოწყობილი. თავდაცვის ძალები დროშებით დგანან.

 

banner
წინა სტატიაში„გვიყვარხარ პატრიარქო“ – ილია მეორე სამების ტაძრიდან ამ შეძახილების ფონზე გამოასვენეს (VIDEO)
შემდეგი სტატიამიხეილ ყაველაშვილი: პატრიარქმა ამქვეყნიური გზის დასასრულსაც კი უდიდესი გაკვეთილი მისცა ერს