სამების საკათედრო ტაძარში, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, ჯანდაცვის მინისტრი პატრიარქის ექიმთან ერთად მივიდა.
როგორც ცნობილია, პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.
















