სამების ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული მებრძოლების სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

აფხაზეთის ომის დროს, ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული 10 მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს სამების საკათედრო ტაძარში. პარაკლის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მოერე გადაიხდის. ხვალ, დაღუპულთაგან ექვსს ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ; ოთხს კი, ოჯახის გადაწყვეტილებით – საგვარეულო სასაფლაოზე. ამ დროისთვის ბაბუშერას აეროპორტში დაღუპულთაგან უკვე 39 ადამიანია გადმოსვენებული.

აფხაზეთიდან უახლოეს დღეებში კიდევ 12 იდენტიფიცირებულ ცხედარს გადმოასვენებენ.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველის წინადადება ადრეულ ასაკში ქორწინების ფაქტთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიაპენტაგონმა ფხენიანის ატომური იარაღის განადგურების შესახებ მზაობა გამოთქვა