სამების ტაძარში 12 ვნების სახარება იკითხება

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დიდი პარასკევის ცისკარი სრულდება.

ტაძარში ოთხი სახარებიდან ამოკრებილი 12 ნაწყვეტი იკითხება. მათში მაცხოვრის შეპყრობის, წამებისა და ჯვარცმის ეპიზოდებია მოთხრობილი.

მრევლი სახარების კითხვას ანთებული სანთლებით ხელში ესწრება, შემდეგ კი სანთლებს სახლებში წაიღებენ.

დილით სამების საკათედრო ტაძარში დიდი ხუთშაბათის წირვა შესრულდა, რომლის შემდეგაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ, ტრადიციულად, ფეხთბანვის რიტუალი ჩაატარა.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში პრეზენტაცია გაიმართა
შემდეგი სტატიაგუდამაყრის ხეობაში ხანძარი დაახლოებით 5 ჰექტარზეა გავრცელებული – სამუშაოებს რთული რელიეფი ართულებს