27.6 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

სამების საკათედრო ტაძრის ეზოში, მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრებისთვის სამზადისი დაიწყო

სამების საკათედრო ტაძრის ეზოში, მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრებისთვის სამზადისი დაიწყო.

როგორც ცნობილია,  სამების საკათედრო ტაძარში უკვე მიიტანეს ჯებირები, ამასთან, როგორც ცნობილია სამების საკათედრო ტაძრის ეზოში დამონტაჟდება ხმის გამაძლიერებლებიც.

შეგახსენებთ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს, 13:00 საათზე თბილისში, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გაიმართება.

წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია. სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.

banner
წინა სტატიაში“გახარია საქართველოსთვის”: მედიის წარმომადგენლების მიმართ ხელისუფლების აგრესია და ძალადობის მასობრივი დაუსჯელობა ჟურნალისტებისთვის იწვევს ფიზიკური უსაფრთხოების რისკებს
შემდეგი სტატიაესპანეთმა ჰანტავირუსის კერად ქცეული საკრუიზო გემიდან მგზავრების ევაკუაცია დაიწყო