
ტაძარში წირვა დილის 09:00 საათზე დაიწყო. 12:15 საათიდან სამების ტაძარში კონსტანტინოპოლის – ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს პირველი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულებს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურებას.
სამების ტაძარში უკვე იმყოფებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, თბილისის მერი და ხელისუფლების წარმომადგენლები.
უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს სიონის დაძარში დღეს დაკრძალავენ. დაკრძალვის დროს სიონის ტაძარში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან.
















