სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს

სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ ჯვართამაღლების დღესთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა აღავლინა და აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

სამების ტაძარში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები და დევნილი საზოგადოება იმყოფებოდნენ.

დღესვე, რუსლან აბაშიძემ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას საფლავი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

banner
წინა სტატიაშიდარგალი: ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ნაცმოძრაობა“ შულავერში გეგმავს გზის გადაკეტვას მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის მოთხოვნით
შემდეგი სტატიაკახაძე სუს-ის მოსმენებზე: რამდენი გულისცემა მომისმენია, ნებართვა კი არ ამიღია