6.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 21, 2026
banner

სამებიდან სიონის ტაძრამდე, სამხედროებისგან შემდგარი სპეციალური კორიდორია მოწყობილი

სამებიდან სიონის ტაძრამდე, მთელ პერიმეტრზე, სადაც პატრიარქის დაკრძალვის სამგლოვიარო მსვლელობა გაივლის, სამხედროებისგან შემდგარი სპეციალური კორიდორია მოწყობილი. ჯარისკაცები მთელს პერიმეტრზე დროშებით ხელში არიან განლაგებული.

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დღეს სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. პატრიარქი სამების სახელობის საკათედრო ტაძარში 18 მარტს დაასვენეს. მას შემდეგ პანაშვიდებზე მოქალაქეთა ნაკადი არ წყდებოდა. მისთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარი ღია იყო 24 საათის განმავლობაში. მოქალაქეები ილია მეორისთვის პატივის მისაგებად ტაძრის ეზოში ღამესაც ათენებდნენ.

banner
წინა სტატიაშიისრაელის თავდაცვის ძალები: ირანს აქვს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები, რომელთა მოქმედების რადიუსი 4 000 კილომეტრია
შემდეგი სტატიაპატრიარქის დაკრძალვაზე დასასწრებად თბილისში აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე ჩამოვიდა