სამებაში სტალინის გამოსახულებიანი ხატი აღარ არის

სამების საკათედრო ტაძარში აღარ არის განთავსებული მატრონას ხატი, რომელზეც სტალინი იყო გამოსახული. მის ადგილას კედელზე ახლა მატრონას სხვა ხატი კიდია.

“პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა, რომელიც მატრონას სტალინის გამოსახულებიანი ხატის შემწირველია, განაცხადა, რომ ხატი მას არ გაუტანია, მან მხოლოდ „საპატრიარქო და ხატმწერი დააკავშირა ერთმანეთთან“.

უცნობია, ვინ გაიტანა ხატი ტაძრიდან, ასევე ისიც – დაბრუნდება თუ არა იგი ცვლილებების შემდეგ სამების ტაძარში.

banner
წინა სტატიაშიპარტია “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე თბილისის მერს, კახა კალაძეს სასამართლოში უჩივის
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო მსოფლიო ეკონომიკური ლიდერების არაფორმალურ ლანჩს, სახელწოდებით – “გლობალური სისტემებისადმი ნდობის აღდგენა”