თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ჩვილთა საყოველთაო ნათლობის მორიგი, 73-ე ეტაპი გაიმართა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
“საყოველთაო ნათლობის ტრადიცია გრძელდება.
ამა წლის 7 ივნისს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის მონათლვის მორიგი, 73-ე ეტაპი გაიმართა.
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ნათლულებს 600-ზე მეტი ბავშვი შეემატა. მათ საჩუქრად ნათლობის მოწმობები, სიგელები და ჯვრები გადაეცათ.
საყოველთაო ნათლობის ტრადიციის გაგრძელების აუცილებლობაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ მიმდინარე წლის 17 მაისს ისაუბრა”,_წერია საპატრიარქოს გავრცელებულ ინფორმაციაში.















