სამძიმარი ვუთხარი ოჯახს, ჩამოვედი და მივაწოდე ინფორმაცია, რა ნაბიჯებს ვდგამთ

ყველა ინსტრუმენტს ვიყენებთ იმისთვის, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი უმოკლეს დროში იყოს გადმოსვენებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წილკანში არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, რაც მოხდა, ეს არის უდიდესი ტრაგედია და ძალიან ვერაგული ქმედება ქართველი, ოსი და აფხაზი ხალხის წინააღმდეგ.

„სამძიმარი ვუთხარი ოჯახს, ჩამოვედი და მივაწოდე ინფორმაცია, რა ნაბიჯებს ვდგამთ.

საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება ახორციელებს ყველაფერს რაც ჩვენს ხელთ არის, ყველა ინსტრუმენტს ვიყენებთ იმისთვის, რომ უმოკლეს დროში იყოს ცხედარი გადმოსვენებული.

ერთი რამ უნდა ითქვას, რომ რაც მოხდა, ეს არის უდიდესი ტრაგედია და არის ძალიან ვერაგული ქმედება ქართველი, ოსი და აფხაზი ხალხის წინააღმდეგ. ყველაფერი არის გამიზნული იმისათვის, რომ ის ნაბიჯები, რომლებსაც ჩვენ ვდგამდით იქნეს დისკრედიტებული.

საქართველოს მთავრობა თანმიმდევრულად გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რასაც დღემდე ვახორციელებდით, რისი შედეგიც იქნება ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, ამას წინ ვერაფერი დაუდგება ნამდვილად და დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან , ეს არის ჩემი სიტყვა“,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/KvirikashviliOfficial/videos/588701848141510/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს პასუხი პუტინის ახალი რუსული შეიარაღების პრეზენტაციაზე
შემდეგი სტატიაპენტაგონი მზად არის ნებისმიერი გამოწვევისთვის – პასუხი პუტინს