სამცხე-ჯავახეთში უძველესი მესხური ჯიშების ვაზის გაშენება დაიწყო

news
ავტ.: news ივნისი 4, 2016 14:42

სამცხე-ჯავახეთში უძველესი მესხური ჯიშების ვაზის გაშენება დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს ასპინძაში, აღდგენილი “ხიზაბავრის მესხური ტერასების” ტერიტორიაზე უძველესი მესხური ვაზის ჯიშების გაშენებას დაესწრო.

ვაზის პირველი ნერგები განახლებულ ტერასებზე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა, „ვარძიის ტერასების“ დირექტორმა გიორგი ნათენაძემ, მესხური ტერასების პროექტის დამფუძნებლებმა – მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ჩაყარეს.

რეაბილიტირებულ ტერასებზე 17 იშვიათი ჯიშის მესხური ვაზი დაირგვება, რაც რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიულად მნიშვნელოვანი მიმართულების აღორძინებას შეუწყობს ხელს.

მესხური ტერასები მთლიანობაში 23 ჰექტარ მიწის ფართობზე გავრცელდება, ხოლო ჯამური ინვესტიციის მოცულობა ნახევარ მილიონ ლარამდეა.

სოფელ ხიზაბავრში გაშენებული ტერასები სამცხე-ჯავახეთის ტურისტული პოტენციალის გაზრდას შეუწყობს ხელს. მესხური ტერასების პროექტის წარდგენის შემდეგ, ვარძიის მიმდებარე უძველესი სოფლის, უნიკალური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის – ჭაჭკარის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც სახელმწიფო და კერძო სექტორის ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება.

news
ავტ.: news ივნისი 4, 2016 14:42