სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა დიდი ოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში რეგიონის შვიდმა მაცხოვრებელმა დიდი ოდენობით სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარა.

სულ ჩაბარებულია ცხრა გადაჭრილი სანადირო თოფი ე.წ. აბრეზი, 4 521 საბრძოლო ვაზნა, 93 ხელყუმბარა, 33 ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი, 22 შეკვრა ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი, ოთხი ნაღმი, ორი ტანკსაწინააღმდეგო ხელყუმბარა, 13 დეტონატორი, ავტომატურის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ექვსი მჭიდი და ცხრა საკვამლე კოჭა.

ექსპერტიზის დასკვნით, აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ვარგისია სროლისთვის.

აღნიშნული პირები, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან.

banner
წინა სტატიაშისაზარელი ავტოსაგზაო შემთხვევა გომში- გარდაცვლილია მამაკაცი
შემდეგი სტატიაძლიერი ქარის გამო ქუთაისის აეროპორტში ბერლინის რეისი გადაიდო