სამცხე-ჯავახეთში დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში რეგიონის ექვსმა მაცხოვრებელმა სხვადასხვა დასახელების ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით წარმოადგინა და ჩააბარა.

სულ ჩაბარებულია: სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 1150 საბრძოლო ვაზნა, 50 ხელყუმბარა, ხელყუმბარის 3 დეტონატორი, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმის 8 დეტონატორი, 5 ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი, ჭურვების სასროლი 1 მოწყობილობა, 1 საკვამლე კოჭა და 1 კილოგრამი ტროტილი.

აღნიშნული პირები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავისუფლდებიან.

banner
წინა სტატიაშიზესტაფონის ბაზარში გაჩენილი ხანძრის შედეგად 1000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებული სავაჭრო ობიექტები დაიწვა
შემდეგი სტატიაეკა ბესელია : წინასაარჩევნო გარემო, არ ნიშნავს იმას, რომ დაკარგო კონტროლი საკუთარ განცხადებებზე