სამცხე–ჯავახეთის მუფთს ბრალი მეზობლის ცემაში ედება

სამცხე–ჯავახეთის მუფთის მამუკა ვაშაყმაძის წინასასამართლო სხდომა ახალციხეში დღეს გაიმართა. მუფთი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. სამცხე–ჯავახეთის მუფთს ბრალი ოჯახის ახლობლის ცემაში ედება, რომელიც ამავდროულად, მისი მეზობელიცაა. მამუკა ვაშაყმაძე ყვება, რომ დაპირისპირება ბაკურ მარკოიძესთან ავტომანქანის გამო მოხდა.

,,ჩემი ძმის კუთვნილი მანქანით გადაადგილდებოდა ჩემი ახლო ნათესავი, გავაფრთხილე, რომ იმ დღეს მე მჭირდებოდა ავტომობილი. მაინც წაიყვანა დაუკითხავად, სიტყვიერი შელაპარაკება მოგვიხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა” – ამბობს მამუკა ვაშაყმაძე.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ გამოსაკვლევი მტკიცებულებები წარადგინა, რაც დაცვის მხარემ უდაოდ ცნო. შემდეგი სხდომა ახალციხის რაიონულ სასამართლოში 8 დეკემბერს ჩაინიშნა.

banner
წინა სტატიაშიპრეზერვატივების ფლეშმობმა ყინულიანი წყლის თავზე გადასხმა შეცვალა
შემდეგი სტატიაფოთში პოლიციის რეიდები ტარდება