17.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 18, 2026
banner

სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გარდაიცვალა

სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ზაალ გელაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო.

​ბატონი ზაალ გელაშვილი ღირსეულად და დიდი პასუხისმგებლობით ემსახურებოდა სამცხე-ჯავახეთის მხარესა და საქართველოს. მისი პროფესიონალიზმი, ადამიანურობა და საქმისადმი ერთგულება სამუდამოდ დარჩება ჩვენი თანამშრომლებისა და საზოგადოების მეხსიერებაში.

​ვუსამძიმრებთ და თანადგომას ვუცხადებთ ბატონი ზაალ გელაშვილის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს.

​ვიზიარებთ ამ უმძიმეს ტკივილს და ოჯახს გამძლეობას ვუსურვებთ”,_ აცხადებს ადმინისტრაცია.

banner
წინა სტატიაში“მდინარაძის შიშების შედეგია ეს”- ალეკო ელისაშვილი
შემდეგი სტატიაქუთაისში, სავარაუდოდ, მიუსაფარი ძაღლები მოწამლეს