სამაშველო სამსახურმა ლაგოდეხის ტყეში დაკარგული სამი მონადირის ძებნა შეწყვიტა

thumb_mshoblebiროგორც უწყებაში განმარტავენ, ლევან ჯალალოვის, ავთო და დათო სამხარაძეების ძებნა მათი ოჯახის წევრების სურვილით შეწყვიტეს.

დაკარგული ახალგაზრდების ოჯახის წევრების ინფორმაციით, ისინი დაღესტნის ტერიტორიაზე იმყოფებიან. ოჯახის წევრები ხელისუფლებისგან დახმარებას და ვიზების დამზადებას ითხოვენ, რომ ახალგაზრდები საკუთარი ძალებით მოძებნონ.

,,ბიჭები საქართველოს ტერიტორიაზე არ არიან, გამორიცხულია. ვითხოვთ, დაგვეხმარონ ვიზების დამზადებაში, რომ დაღესტნის ტერიტორიაზე ჩვენი ძალებით მოვძებნოთ. ჩვენი ვერსიით, ბიჭებს გზა აებნათ და ასე მოხვდნენ დაღესტანში. იქ არიან დაჭერილები. დაუნახავთ, რომ მანქანაში ჩასხეს და წაიყვანეს იარაღიანმა პირებმა“, – განაცხადა ლევან ჯალალოვის დედამ, მარინა გელაშვილმა.

ლაგოდეხის ტყეში დაკარგულ სამ ახალგარზდას, რომლებიც ლაკოს ხეობაში სანადიროდ 28 დეკემბერს წავიდნენ, მაშველები ხუთი თვის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ.

7 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკარგულები დაღესტნის ტერიტორიაზე დააკავეს, თუმცა ეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ დაადასტურა.

banner
წინა სტატიაშიEgyptAir-ის ვარდნის ვიდეო
შემდეგი სტატია„თავისუფალი დემოკრატები” „ქართული ოცნებიდან“ წამოსულ ბრალდებებს პასუხობენ