სამაშველო კორიდორის არ შექმნისთვის პოლიციამ 100 მძღოლი დააჯარიმა

А5 ავტობანზე მომხდარი მძიმე ავარიის შემდეგ, რომელიც გერმანიის ქალაქ კარლსრუესთან იყო, პოლიციამ თითქმის 100 მძღოლს გამოუწერა ჯარიმა იმის გამო, რომ მათ სამაშველო კორიდორი არ შექმნეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სახანძრო და პოლიციის ავტომობილების გადაადგილებისთვის. ჯარიმის საერთო ჯამი 23 ათასი ევროა – 8 მარტს გერმანულმა პოლიციამ გაავრცელა – “დოიჩე ველე” წერს.

ავტობანის სრულად გადაკეტვის გამო 20 კილომეტრიანი საცობი წარმოიქმნა.

გერმანიის საგზაო წესების შესაბამისად, ავტობანებსა და ქალაქგარეთ ტრასებზე, სადაც ორი ან მეტი ბილიკია ერთი მიმართულებით, მძღოლები ვალდებული არიან სამაშველო კორიდორი შექმნან. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი 200-დან 300 ევრომდე დაჯარიმდებიან.

banner
წინა სტატიაშიგერმანელი მინისტრები სამგზავრო თვითმფრინავებით იფრენენ
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა ირაკლი იაშვილს მიმართავს – რადგან არ ისვენებთ და ტარაკანასავით ბჟუიხართ, პასუხი იქნება სასტიკი, სამართლიანი და პროპორციული