სამართლიანმა არჩევნებმა საარჩევნო პროცესი შეაჯამა

„სამართლიანი არჩევნებმა“ თვითმმართველობის არჩევნები შეაჯამა. ორგანიზაციის ცნობით, PVT მეთოდოლოგით მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრის დღემ უმეტესწილად მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა. თუმცა, კენჭისყრის მიმდინარეობის დროს ყველაზე პრობლემური იყო მარნეულის საარჩევნო ოლქი.

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა მნიშვნელოვანი ხასიათის დარღვევები შედარებით მასშტაბურად დააფიქსირეს მარნეულის საარჩევნო ოლქის 10 საარჩევნო უბანზე, მათ შორის, დარღვევებს განმეორებადი ხასიათი ჰქონდა მარნეულის 31-ე, 18-ე და 50-ე საარჩევნო უბნებზე. ხარვეზები დაფიქსირდა ასევე, რუსთავშიც.

ამ დროისთვის წარდგენილია საუბნო კომისიებში 76 საჩივარი, საოლქო კომისიებში 88 საჩივარი, ხოლო ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 57 შენიშვნა.

21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. დღეს საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატი და 64 მერი პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩიეს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ბოტკოველი : “ამ არჩევნებს არჩევნები არ ჰქვია”
შემდეგი სტატიადათა შელიამ ანაკლია მოიგო