გიორგი კვერენჩხილაძე: სამართლიანი სასამართლო იუსტიციის საბჭოს ამ პირობებში ვერ შედგება

იუსტიციის სამინისტროს არ წარმოუდგენია დასკვნა ყოფილი პრეზიდენტისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე“

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი კვერენჩხილაძის განცხადებით, დრეს არსებული იუსტიციის საბჭოს პირობებში სამართლიანი სასამართლო ვერ ჩამოყალიბდება, რადგან თავად ამ საბჭოს წევრები არ სარგებლობენ კანონით დადგენილი კრიტერიუმებით და მოსამართლეთა თანამდებობებზე გამწესება კანონის მიღმა ურთიერთობებით ხდება. ამ ფონზე გიორგი კვერენჩხილაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის პოზიციას უსვამს ხაზს, რომელიც ამავდროულად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეცაა:

„გარეშე თვალით მე ვხედავ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გარკვეულწილად გამიჯნულია და არ იზიარებს იუსტიციის საბჭოს გარკვეულ პოზიციებს, რომლებიც მოკლებულია სამართლებრივ, საზოგადოების ნდობას. იუსტიციის საბჭოს ნაწილი დაკომპლექტებულია სწორედ იმ ადამიანებით და იმ სისტემის ნაწილია, რომლის წნეხის ქვეშაც საზოგადოება წლების მანძილზე იმყოფებოდა. ეს წნეხი დღესაც გრძელდება და მე ვთვლი რომ საზოგადოება ამ წნეხისგან უნდა გათავისუფლდეს. ზოგიერთი მათგანი წინა ხელისუფლების დროს თუ ახორციელებდა პოლიტიკურ დაკვეთას, შესაძლოა ახლა ამგვარი პოლიტიკური დაკვეთა არ იყოს, მაგრამ ახლა სხვა გარემოებებთან გვაქვს საქმე და ეს ღიად თავად არაერთხელ დაადასტურეს. ამის ნათელი გამოვლინებაა, როდესაც მოსამართლის შერჩევა საერთო სასამართლოების შესახებ კანონით, ხდება კანონით დადგენილი კრიტერიუმის საფუძველზე, საბჭოს არამოსამართლე წევრების მხრიდან გაჟღერდა, რომ „ჩვენ არასასურველ კანდიდატს დავუჭირეთ მხარი“. მათ არ იხელმძღვანელეს კანონით დადგენილი კრიტერიუმებით. მე ამას გარიგებას დავარქმევ, როდესაც კანონის მიღმა ურთიერთობებით ახდენ მოსამართლის თანამდებობაზე გამწესებას. ეს პროცესი არის გაუმჭვირვალე, ინტერესთა კონფლიქტის ქვეშ მიმდინარე. საბჭოს პრობლემა მოხვდა პრობლემად ევროსაბჭოს რეზოლუციებში და სახალხო დამცველის ანგარიში. დასკვნა არის ერთი სამართლიანი სასამართლო ამ საბჭოს პირობებში ვერ შედგება. ვინაიდან ეს საბჭო ორგანულ წინააღმდეგობაშია სამართლიანი სასამრთლოს იდეასთან.“- განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძე: მინისტრები ვერც ერთ საკითხს ვერ წყვეტენ, მაშინ რაღად გვინდა სამინისტროები?!
შემდეგი სტატიააჭარაში გრიპის ვირუსით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა