“სამართლიანი მშვიდობის დამყარების გზაზე ხელშესახებ პროგრესს მივაღწიეთ” – ფლორიდაში მოლაპარაკებები დასრულდა

“სამართლიანი მშვიდობის დამყარების გზაზე ხელშესახებ პროგრესს მივაღწიეთ” – ამის შესახებ განცხადებას, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე, რუსტემ უმეროვი აკეთებს.

როგორც უმეროვი აღნიშნავს, მოლაპარაკებები დასრულდა, თუმცა, შემდგომი ნაბიჯების კოორდინაციისთვის კონსულტაციები გრძელდება.

“ფლორიდაში მოლაპარაკებების რთული, მაგრამ პროდუქტიული სესია დავასრულეთ. სამართლიანი მშვიდობის დამყარების გზაზე ხელშესახებ პროგრესს მივაღწიეთ. შეხვედრა იყო შინაარსიანი და წარმატებული. წინ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა — ვაგრძელებთ კონსულტაციებს და შემდგომი ნაბიჯების კოორდინაციას უკრაინისთვის მშვიდობის მისაღწევად.“

banner
წინა სტატიაში“ზელენსკის გარემოცვა მასშტაბურ ქურდობის ოპერაციასთანაა დაკავშირებული…სწორედ ეს ხდება, როდესაც მსოფლიო აფინანსებს ემოციებზე დაფუძნებულ ომს” – ამერიკელი კონგრესმენი
შემდეგი სტატიაBLOOMBERG: “ნატო ემზადება, რომ რუსეთს დაუპირისპირდეს”