სამართლიანი იქნებოდა, რა თქმა უნდა, როცა ერთი წლის წინ უნდა მიგვეღო, მაგრამ დღესაც ძალიან მაგარია – სუბარი

“სამართლიანი გადაწყვეტილებაა და ვულოცავ მთელ საქართველოს, სამართლიანი იქნებოდა, რა თქმა უნდა, როცა ერთი წლის წინ უნდა მიგვეღო, მაგრამ დღესაც ძალიან მაგარია ,” – ასე ეხმაურება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და რუსული კანონის მომხრე სოზარ სუბარი.

სუბარის თქმით, ამ კანონის მიღება ქვეყანას მაინც მოუწევს.

სამართლიანი გადაწყვეტილებაა და ვულოცავ მთელ საქართველოს, სამართლიანი იქნებოდა, რა თქმა უნდა, როცა ერთი წლის წინ უნდა მიგვეღო, მაგრამ დღესაც ძალიან მაგარია და ძალიან მალე გაიხსნება უკვე გაწევრიანების მოლაპარაკებების კარი, ამაშიც დარწმუნებული ვარ.
კანონი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, დღეს მიიღო ევროკავშირმა და ხვალ ჩვენც მოგვიწევს მიღება, მინიმუმ როცა ევროკავშირის წევრები გავხდებით, ის კანონი გავრცელდება ჩვენზეც,“ – ამბობს სოზარ სუბარი.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის ჰიმნი და დროშები პარლამენტის სხდომაზე
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – დიახ ჩემო მეგობრებო, ჩვენ ბევრი ვიბრძოლეთ, ბევრი ვიშრომეთ და ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ, ჩვენ, ხელისუფლებამ და ხალხმა, დამსახურებულად მოვიპოვეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი