„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას“ ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს

ლომჯარია„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას“ ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს.

ორგანიზაციის ბორდმა ახალ აღმასრულებელ დირექტორად „სამართლიანი არჩევნების“ პროგრამების მენეჯერი მიხეილ ბენიძე აირჩია.

ბენიძე „სამართლიან არჩევნებში“ 2010 წლიდან მუშაობს, ორგანიზაციაში ის ხელმძღვანელობდა ISFED-ის განვითარების პროექტებს, მუშაობდა არჩევნების პორტალის მენეჯერად; უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩართული იყო როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მისიების (EPDE და ENEMO) მართვასა და ადმინისტრირებაში.

მიხეილ ბენიძემ აღნიშნულ თანამდებობაზე ნინო ლომჯარია შეცვალა, რომელიც „სამართლიან არჩევნებს“გასული ოთხი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

რაც შეეხება ნინო ლომჯარიას, ის ორგანიზაციაში საარჩევნო და სამართლებრივ საკითხებში კონსულტანტად რჩება.

ორგანიზაციის წესდების მიხედვით, აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ყოფნის მაქსიმალური ვადა 4 წელია. ბორდმა გასაუბრების შედეგად ახალი დირექტორი აირჩია, რომელიც მუშაობას 2016 წლის 18 იანვრიდან შეუდგება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო შეთავაზებები ბიზნესისთვის
შემდეგი სტატიაყაჩაღობა და მკვლელობა ნინოწმინდაში – შსს-მ 6 პირი დააკავა