სამართლიანი არჩევნები“ – უბნებზე დაფიქსირდა პროცედურული დარღვევები

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ განცხადებით, მათი დამკვირვებლების მიერ მიწოდებული ინფორმაციით, კვლავ გრძელდება საარჩევნო უბნების მიმდებარედ „ქართული ოცნების“ პარტიული აქტივისტებისა და ე.წ. კოორდინატორების ამომრჩეველების აღრიცხვის მიზნით მობილიზება.

მათივე ცნობით, ცალკეულ შემთხვევებში, ხმის მისაცემად მისული ან არმისული ამომრჩევლის აღრიცხვას საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები საარჩევნო უბანზე ახორციელებდნენ. „სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, აღნიშნული საქართველოში არჩევნებზე დამკვიდრებული ნეგატიური ტენდენციის გაგრძელებაა და ამომრჩევლის ნების კონტროლის მცდელობას წარმოადგენს.

„საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა სხვადასხვა პროცედურული დარღვევები, მათ შორის ნიშანდობლივია გადასატან ყუთით ხმის მიცემასთან დაკავშირებული ხარვეზები. 15:00 საათიდან ამ დრომდე პერიოდში სხვა პროცედურული ხასიათის დარღვევებს მასშტაბური სახე არ ჰქონია“, – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია.

„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, ამ დროისათვის ორგანიზაციას, საუბნო კომისიებში წარდგენილი აქვს 37, ხოლო საოლქო კომისიებში – 38 საჩივარი.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის მე-20 საარჩევნო უბანი ამ დროისთვის დაკეტილია, არსებული ინფორმაციით, დაკარგულია სამაგიდო სია
შემდეგი სტატიაბათუმის 26-ე საარჩევნო უბნიდან დამკვირვებელი გააძევეს