“სამართლიანი არჩევნები” ხმების პარალელური დათვლის შედეგებს ასაჯაროვებს

„სამართლიანი არჩევნები“ პარალელური დათვლის შედეგებს აქვეყნებს. შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მერყეობს 48.2%-სა და 50.0%-ს შორის. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მერყეობს 25.9%-სა და 27.7%-ს შორის. „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი კი მერყეობს 4.6%-სა და 5.2%-ს შორის.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ სრულად მიიღო ინფორმაცია უბნებზე დამკვირვებლების 99.7%-ისგან.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე : “ჩვენი პარტია მაღალი ლეგიტიმაციით განაგრძობს ზრუნვას ქვეყნის განვითარებაზე”
შემდეგი სტატიაქუთაისის 90-ე უბანზე მომხდარი ინციდენტი – პოლიციაში ჟურნალისტების დაკითხვა რამდენიმე საათს გააგრძელდა