“სამართლიანი არჩევნები” “ცენტრისტების” საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს მიმართავს

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები” პარტია “ცენტრისტების” საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნის მოთხოვნით ამჯერად სააპელაციო სასამართლოს მიმართავს.

სააპელაციო სასამართლოში ორგანიზაცია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს და ითხოვს, ამომრჩევლის მოსყიდვის გამო, ლადო ბედუკაძის პარტია რეგისტრაციიდან მოიხსნას.

გარდა ამისა, ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ ასევე მიმართავს ცესკო-ს, რათა დაჯარიმდეს პარტია წინასაარჩევნო აგიტაციის წესის დარღვევის გამო.

რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ „სამართლიანი არჩევნების“ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, არასამთავრობო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იყო.

banner
წინა სტატიაშისაგარეო სავაჭრო ბრუნვა 17%-ით გაიზარდა
შემდეგი სტატიაბარსელონას სასამართლომ სტეპან ჩერნოვეცკი გირაოს გარეშე გაათავისუფლა