სამართლებრივი პროცედურები მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ გრძელდება – ეკა ბესელია

სკანდალი-ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველ ფირი, რომელი

სამართლებრივი პროცედურები მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ გრძელდება და რაიმე ახალი მოთხოვნა საქართველოს უკრაინაში არ გაუგზავნია. ეს განცხადება ცოტა ხნის წინ ეკა ბესელიამ გააკეთა.

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებული პროცედურები მხოლოდ სამართლებრივია და პოლიტიკურ მოტივებს არ უკავშირდება.

„ის პროცედურა, რაც იყო უკვე დაწყებული საკმაოდ დიდი ხნის წინ, სამართლებრივი პროცედურა კანონის შესაბამისად, ის პროცედურა მიმდინარეობს და რაიმე ახალი მოთხოვნის თაობაზე მე პირადად არ მაქვს ინფორმაცია, იმიტომ რომ ეს სამართლებრივი თანამშრომლობა ქვეყნებს შორის, უკვე დაწყებულია იმ ეტაპიდან, რა ეტაპზეც საქართველოში სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება წინასწარი პატიმრობის თაობაზე და სასამართლო პროცესებიც მიმდინარეობს სასამართლოში,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშისპეცოპერაცია პანკისში – სუს-ის განცხადება
შემდეგი სტატიაოთარ აბესაძე სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა