“სამართლებრივი აბსურდი და საქართველოს კონსტიტუციის გაუქმება”, – ასე აფასებს “ლელოს” წევრი ანა ნაცვლიშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც პრეზიენტის განაკრგულება შეაჩერა.
ოპოზიციის წევრის თქმით, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, იუსტიციის საბჭოში არ იყოს არცერთი ადამიანი, რომელიც “ოცნების” და კლანის ყურმოჭრილი მონა არ იქნება და საზოგადოების ინტერესებს დაიცავს. ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებას არ სურს სასამართლო სისტემაში ისეთი ადამიანი, რომელიც მათ დანაშაულებებს სააშკარაოზე გამოიტანს.
“გუშინ სასამართლო კლანმა და ივანიშვილის „ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ იუსტიციის საბჭოში 15 წევრიდან არცერთი ადამიანი არ უნდა იყოს ისეთი, რომელიც დაიცავს მოქალაქის ინტერესებს და უფლებებს და არ იქნება ხელისუფლების და კლანის ყურმოჭრილი მსახური. 15-დან ერთი ადგილიც კი არ ემეტებათ, რომ ამ ადგილას იჯდეს საზოგადოების ინტერესების წარმომადგენელი და ადამიანი, რომელიც ხმას აიმაღლებს სასამართლო სისტემაში უსამართლობების წინააღდეგ. ეს არ არის ალბათ გასაკვირი იმ ხელისუფლებისგან და იმ სასამართლო კლანისგან, რომელმაც გადაწყვიტა, რომ მთელ ქვეყანას უვადოდ მიუსაჯოს მურუსიძე-ჩინჩალაძის სამართალი. ამ სამართლის გამოვლინება ვნახეთ ჩვენ ასევე გუშინ, როდესაც წარმოუდგენელ, დარკონულ გადაწყვეტილებასთან გვაქვს საქმე სასამართლოს ხელით მიღებულთან, როდესაც ხელისუფლება მზდ არის, ახალგაზრდა ადამიანებს ცხოვრება დაუნგრიოს და ათასობით სხვა ახალგაზრას მომავალი წაართვას ამ ქვეყანაში, ოღონდ თავად შეინარჩუნოს ძალაუფლება.
გუშინ მიღებული გადაწყვეტლებით სასამართლომ ჩაიდინა სამართლებრივი აბსურდი – გააუქმა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული, დისკრეციული უფლებამოსილება. ვერ იპოვით ქვეყანაში ერთ კვალიფიციურ იურისტს მაინც, ვინც იტყვის, რომ ეს უფლებამოსილება სასამართლოს ჰქონდა. სასამართლომ გუშინ გააუქმა ამ ქვეყნის კონსტიტუცია და რატომ აკეთებს ამას? იმიტომ, რომ კლანი იყოს კომფორტში და საზოგადოების თვალი და ყური არ შევიდეს სასამართლო სისტემაში და არ მოგაწოდოთ თქვენ, საზოგადოებას, ამ ქვეყნის მოქალაქეებს ინფორმაცია იმის შესახებ, რა უსამართლობები და დანაშაულებები ხდება სასამართლო სისტემაში. სასამართლო კლანმა ამით ამავე დროს, საქართველოს სასამართლოში მყოფ ცოტა, მაგრამ პრინციპულ და სამართლიან მოსამართლეებს ასევე წაართვა შესაძლებლობა, რომ პრიცნიპული და სამართლიანი მოსამართლეების დამცველი ერთი ადამიანი მაინც იყოს 15 კაციან საბჭოში. აი, ასე იმართება დღეს ქვეყანა და ამას სურთ, რომ გადააყოლონ ამ ქვეყნის მომავალი, ამ ქვეყნის ევროპულ კავშირში გაერთიანების შესაძლებლობა. აი, ასეთი სასამარლოს დაცვისთვის იბრძის დღეს ხელისუფლება და არა მოქალაქეების უფლებების და ინტერესების დაცვისთვის. კარგი ამბავი აქ არის ის, რომ ამ ყველაფერს შეიძლება ვითმენდეთ მხოლოდა და მხოლოდ 3 თვე და 26 ოქტობრის არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ შანსი, დაიბრუნონ სასამართლო სისტემა, რომელიც დღეს არის მიტაცებული კლანის და ივანიშილის „ოცნების“ მიერ და დაიბრუნონ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც ადამიანს უნდა ემსახურებოდეს და არა ხელისუფლების კომფორრტს”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.