„სამართალდარღვევა არავის ეპატიება“

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ნებისმიერ გადაცდომაზე, რომელსაც საჯარო მოხელე ჩაიდენს, რეგირება უმკაცრესი იქნება.

როგორც ნარმანია კრწანისის გამგებლის მოადგილის დაკავების შეფასებისას აცხადებს, ნებისმიერი სამართალდარღვევა მოკლე ვადებში უნდა იყოს აღკვეთილი და სწორედ ასე მოხდა გამგებლის მოადგილის შემთხვევაშიც.

„სამართალდამცველმა ორგანოებმა იმუშავეს და შესაბამისად გამოვლინდა სამართალდარღვევა, რაც თავშივე იქნა აღკვეთილი. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ნებისმიერი ასეთი გადაცდომა თავშვე იქნას აღკვეთილი. ვინც არ უნდა იყოს არავის ეპატიება სამართალდარღვევა და ყველანი მკაცრად უნდა იყვნენ დასჯილნი“, – განაცხადა ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ კრწანისის რაიონის გამგებლის მოადგილე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. უწყების ცნობით, ნანა მაისურაძემ კრწანისის რაიონის ტერიტორიულ ერთეულში შემავალ გულუას ქუჩაზე მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების აუქციონზე გატანაში, მასში გამარჯვებასა და მშენებლობისათვის საჭირო პროექტის დამტკიცებაში დახმარების სანაცვლოდ, მოქალაქისგან ქრთამის სახით 50 000 აშშ დოლარი აიღო.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვერენჩხილაძე – გაურკვეველია და კითხვებს ბადებს, რომ მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი უკვე მეხუთედ გადავადდა
შემდეგი სტატიაბერნარ კუშნერი თბილისში სამუშაო ვიზიტით იმყოფება