სამართალდამცველის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე სანქციები მკაცრდება

Crime Scene

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარიდან 4000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
აქამდე არსებული ნორმა ითვალისწინებდა 250 ლარიდან 2000 ლარამდე დაჯარიმებას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

banner
წინა სტატიაშიროცა ხანძრების გაჩენის მიზეზებზე გამოძიებას პასუხი არ გაუცია, ჩნდება კითხვები, ხომ არ არის ეს განზრახ მიმართული ქმედება – ლომჯარია
შემდეგი სტატია“ცოტა უცნაურია, დაწყებული ზაფხულიდან, ამდენი ხანძარი ქვეყანაში” – კილაძე