სამართალდამცველებს ნარკოტიკული საშუალების ჩადებასა და სასტიკ ცემაში ადანაშაულებენ

სამართალდამცველებს ნარკოტიკული საშუალების ჩადებასა და სასტიკ ცემაში ადანაშაულებენ შოთა პაკელიანის ოჯახის წევრები. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეუფარდა 50 დღიანი წინასწარი პატიმრობა, რასაც დღეს გაასაჩივრებს ადვოკატი.

მისი მტკიცებით, ისანი-სამგორის პოლიციის მეშვიდე განყოფილების თანამშრომლები ახალგაზრდა მამაკაცს დაკავების შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის გამოც ის 4 დღის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ადვოკატი უსაფუძვლოდ მიიჩნევს შოთა პაკელიანისთვის წაყენებულ ბრალდებას. მისი შეფასებით, სამართალდამცველებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს და მათ პასუხიმგელობას ითხოვს.

banner
წინა სტატიაშიახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში სირიელი ლტოლილების რიცხვმა 5 მილიონს გადააჭარბა
შემდეგი სტატია2017 წლის 28 მარტი ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი- კვირიკაშვილი