5.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მარტი 16, 2026
banner

სამართალდამცველებმა ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

Close-up of the blue and red lights on top of a police vehicle

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ტრეფიკინგის ბრალდებით – 1981 წელს დაბადებული მ.ს. დააკავეს.

სამართალდამცველების მიერ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერებით დგინდება, რომ  ბრალდებული არასრულწლოვან შვილს, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით აიძულებდა, თბილისის სხვადასხვა უბანში ეთხოვა მოწყალება, მიღებულ თანხას კი სრულად ისაკუთრებდა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მ.ს. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშითაღლითობის ბრალდებით ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს
შემდეგი სტატიასაპატრულო პოლიციამ სარეალიზაციოდ დაფასოებული 57 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 1 პირი