15.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 17, 2026
banner

სამართალდამცველებმა თბილისში სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს და 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების
თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული
საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით
სხვადასხვა დროს 4 პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა თბილისში, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი
სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ასევე, მათ მიერ მითითებული
სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს, სარეალიზაციოდ დაფასოებული
126 შეკვრა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ
შორის, „მეთადონი“, „მდმა“, „ალფა-პვპ“, „მარიხუანა“ და მცენარე „კანაფი“.

პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო
მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა
მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშითიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
შემდეგი სტატიაპოლიციამ კახეთში 100 კილოგრამამდე მცენარე „კანაფი“ ამოიღო – დაკავებულია 3 პირი