13.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

სამართალდამცველებმა თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2000 წელს დაბადებული ი.ე. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბინაში,ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა – უცხო ქვეყნის მოქალაქეს 1989 წელს დაბადებულ ი.გ.-ს და ადგილიდან მიიმალა.

მომხდარიდან რამდენიმე საათში ი.ე. პოლიციაში ბრალის აღიარებით გამოცხადდა და დანაშაულის ჩადენის იარაღი წარმოადგინა. შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ ის ბრალდებულის სახით დაკავდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ ძარცვის, ქურდობისა და კომპიუტერული მონაცემის ხელყოფის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავა
შემდეგი სტატიასამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს – დაკავებულია 2 პირი