19.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

სამართალდამცველებმა თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო
მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და
დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით
ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი
პირი დააკავეს.

საქმეზე ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ
ბრალდებული, ამავე სისხლის სამართლის საქმეზე თაღლითობის ბრალდებით
მიმდინარე წლის აგვისტოში დაკავებულ პირთან ერთად, მოქალაქეებს შეღავათიან
ფასად საცხოვრებელი სახლებისა და კოტეჯების აშენებას, შესაბამისი
ნებართვების მოპოვებასა და მშენებლობასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების
გაწევას ჰპირდებოდა.

დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბრალდებული
დაზარალებულებთან ე.წ. მოჩვენებით გარიგებებს აფორმებდნენ.

ამ გზით ბრალდებული, ამჟამად პატიმრობაში მყოფ პირთან ერთად, მოტყუებით
დაეუფლა დაზარალებულთა კუთვნილ 365 273 ლარს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე
დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3
ნაწილებით მიმდინარეობს, დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინულმა დრონებმა რუსეთის რამდენიმე რეგიონზე იერიში მიიტანეს — დაშავდა რვა ადამიანი
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავა