5.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026
banner

სამართალდამცველებმა სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა  –  მოყვანის,  ასევე,  უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის   ბრალდებით  სხვადასხვა დროს  5 პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები მათ შორის: „ჰეროინი”,  „მეთადონი“, „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“,  „მცენარე კანაფი“,  ნედლი და  გამომშრალი “მარიხუანა”.

პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე,  260-ე კვარტა  და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშითიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: ამას აღვიქვამთ, როგორც სიგნალს, რომ დავნებდეთ, მაგრამ თუ ვინმეს დანებება მოუწევს, ეს იქნება ივანიშვილი