სამართალდამცველებმა სასტუმრო „ლეოგრანდის“ მფლობელი დაკითხეს

სამართალდამცველებმა სასტუმრო ლეოგრანდის მფლობელი დაკითხეს. ეროლ ავგორენი გამომძიებლებმა გუშინ გამოკითხეს.

„საკითხები ეხებოდა ისევ ამავეს, რაც მანამდე ანუ 24 ნოემბრამდე როგორ იყო უსაფრთხოების საკითხები, თუნდაც, სასტუმროში დარეგულირებული და უშუალოდ ის მოვლენები, რაც განვითარდა 24 ნოემბერს,“ – განაცხადა სასტუმრო ლეოგრანდის ხელმძღვანელობის ადვოკატმა, კახა წერეთელმა.

ბათუმში სასტუმრო ლეოგრანდში გაჩენილი ხანძრის საქმეზე გამოძიება გრძელდება. უკვე დაკითხულია სასტუმროს ათობით თანამშრომელი, რომლებიც შემთხვევის ადგილზე მუშაობენ.

ბათუმის სასტუმრო ლეოგრანდში ხანძარი 25 ნოემბერს გაჩნდა, რასაც 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაში“იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლების ნდობა რეფორმებზე დახარჯულიყო, მოხმარდა სხვა საკითხებზე საუბარს”- გიორგი აბაშიშვილი
შემდეგი სტატიაიურიდიულ საკითხთა კომიტეტში მართლმსაჯულების რეფორმაზე იმსჯელეს