შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო
შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, გერმანიისა და
რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი დააკავეს.
სამართალდამცველებმა „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე,
ბრალდებულის ხელბარგის შემოწმებისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 1 400
აბი ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლებით
მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

















