სამართალდამცველებმა საფრანგეთში “კაბუ” დააკავეს

სამართალდამცველებმა მსახიობი კახა აბუაშვილი, იგივე “კაბუ” დააკავეს. აბუაშვილი საფრანგეთში სპეცოპერაცია სახელად – „Caucase Normandie“-ს ფარგლებში დააკავეს:
“საფრანგეთში დააკავეს: 1974 წელს დაბადებული კახა აბუაშვილი, იგივე „კაბუ“, 1963 წელს დაბადებული გოჩა ფოცხიშვილი, 1986 წელს დაბადებული ბექა ახვლედიანი, 1983 წელს დაბადებული ვახტანგ ახვლედიანი, 1962 წელს დაბადებული ლორიტა პაჭკორია-ნოზაძე, 1969 წელს დაბადებული არსენ ხაჩატრიანი, 1985 წელს დაბადებული ზურაბ აჯამოვი, 1966 წელს დაბადებული კარენ არუთიუნიანი, 1981 წელს დაბადებული მიხეილ ოჩიგავა, 1992 წელს დაბადებული ალექსი სანაძე, 1970 წელს დაბადებული, ელმირა მუსტაფაიევა.” ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
სულ, აღნიშნული სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულია 4 ე.წ. ქართველი კანონიერი ქურდი და ქართული კრიმინალური დაჯგუფების 34 წევრი.

banner
წინა სტატიაშისოფო კილაძე – სუს-ის ანგარიშში სწორად არის დასმული აქცენტი იმ გამოწვევებზე, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას
შემდეგი სტატიამთელი სახელმწიფო მანქანა ორ პარტიასთან ერთად, მუშაობს პრეზიდენტის წინააღმდეგ შავი PR-ის ასაგორებლად – აბაშიშვილი