სამართალდამცველებმა სამცხე-ჯავახეთში საქონლის ქურდობის ბრალდებით სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის ბრალდებით, სამი პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით დაკავებულია 2000 წელს დაბადებული ჰ.მ., 1998 წელს დაბადებული შ.თ. და 2000 წელს დაბადებული რ.მ.

ჩადენილი დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ასპინძისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში, სხვადასხვა დროს, მოქალაქეებს მსხვილფეხა პირუტყვი მოჰპარეს. სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ნაქურდალი საქონლის რეალიზაციას ცდილობდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება ქურდობს ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

banner
წინა სტატიაში1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7648 ლარი გახდა
შემდეგი სტატია,,სააკაშვილი არ არის იმდენად აქტუალური, რომ მის გამო ერთი ქვეყნის პრემიერი მეორე ქვეყნის პრეზიდენტს ხვდებოდეს”