სამართალდამცველებმა საკრებულოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით „მწვანე მუშტის“ წევრი დაკითხეს

თბილისის საკრებულოში მომხდარ ერთ-ერთ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. კერძოდ, საქმე ეხება ”მწვანე მუშტის” წევრის ირაკლი კუპრაძის მიმართ განხორციელებულ ფაქტს. კუპრაძეს, საკრებულოს გუშინდელი სხდომა, დაცვის თანამშრომლებმა დაატოვებინეს და როგორც ის აღნიშნავს, მასზე ძალადობა განხორციელდა.
ირაკლი კუპრაძე სამართალდამცველებმა მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით უკვე დაკითხეს.
”დაიწყო მოკვლევა იმაზე, თუ რამდენად უფლებამოსილი პირები იყვნენ და გადაამეტეს თუ არა ძალას კონკრეტულმა თანამშრომლებმა, რომლებიც იყვნენ, როგორც დაცვის პოლიციის ფორმაში, ასევე სამოქალქო ფორმაში ჩაცმულები. მათ გვითხრეს, რომ იყვნენ სუს-ის თანამშრომლები და იცავდნენ წესრიგს, თუმცა აბსოლუტურად გაურკვეველია საკრებულოს შენობაში, სუს-ის თანამშრომლები რატომ იცავდნენ წესრიგს, როცა საკრებულოს ჰყავს თავისი დაცვის სამსახური”, – განაცხადა დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ირაკლი კუპრაძემ.

banner
წინა სტატიაშისასულიერო პირებმა საბერძნეთიდან საქართველოში გიორგი კარსლიდისის წმინდა ნაწილები ჩამოაბრძანეს
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი: მმართველი გუნდის შეფასებები გადაუმოწმებელ ფაქტებს ეფუძნება