სამართალდამცველებმა ქურდობის მცდელობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ქურდობის მცდელობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს. ამის შესახებ ,,თაიმერს” უწყებიდან აცნობეს.  1992 წელს დაბადებული მალხაზ ჩ., 1990 წელს დაბადებული არსენ დ. და 1987 წელს დაბადებული ჯონი ბ. თბილისში, ზაქარიაძის ქუცაზე აიყვანეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმ დროს დააკავეს, როდესაც მათ თბილისში, ზაქარიაძის ქუჩაზე მდებარე აი-ფი-ეს-ის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანეს და აპარატში მოთავსებული 6 593 ლარის, აპარატის მცირე ზომის ფულის ტომრის და ქაღალდის ფულის მიმღები მოწყობილობის მოპარვას ცდილობდნენ.

პოლიციამ სწრაფი ჩარიცხვის აპარატში მოთავსებული თანხა, ტომარა და ფულის მიმღები მოწყობილობა შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო. სამივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში23-ე სართულიდან 19 წლის გოგონა გადმოვარდა
შემდეგი სტატიარუს ბაიკერებს პრაღის ცენტრში სირცხვილის დერეფანი მოუწყვეს