6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

პოლიციამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტისა და სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სარფის” ტერიტორიაზე, ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის, თურქეთისა და ამერიკის სამი მოქალაქე დააკავა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და სამგზავრო ჩანთის ჩხრეკისას სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის: 300 გრამამდე „კოკაინი“, ასევე, „მეთადონისა“ და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი 350 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიევროპისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მოსახლეობას მათი მთავრობების მიერ აკრძალულ ინფორმაციასა და მასალებზე წვდომის შესაძლებლობა – აშშ-ში ახალი პორტალი იქმნება
შემდეგი სტატიათბილისში არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისთვის 31 წლის მამაკაცი დააკავეს