სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში 318 პირი მისცეს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის ინფორმაციით მიმდინარე წელს სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში 318 პირი მისცეს. ამის შესახებ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც სამინისტროს მიერ ჩატარებულ მასშტაბურ ოპერაციაზე ისაუბრა. ბორცვაძის თქმით პოლიციამ ნარკორეალიზატორების ორგანიზებული ჯგუფის 29 წევრი დააკავა. მინისტრის მოადგილემ მიმდინარე წლის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციის მიერ ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების ოდენობაც დაასახელა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის და გავრცელების წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას. 2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია: 11 კილოგრამამდე „ჰეროინი”, 1 კილო და 300 გრამი „კოკაინი”, 800 აბი „სუბუტექსი” და „სუბოქსინი”, 1300 აბზე მეტი „ექსტაზი“, 4 კილო და 500 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 150 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები. მიმდინარე წელს, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში 318 პირი მისცეს“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

banner
წინა სტატიაშითბილისის საკრებულოში კომისიების გაფართოებულ სხდომაზე მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმის პროექტს მხარი დაუჭირეს
შემდეგი სტატიასოფელ ხურვალეთში რუსი ოკუპანტები გამოჩნდნენ