მათ ბრალი ედებათ ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული
საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვასა და
რეალიზაციის ხელშეწყობაში.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის
შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მითითებული ადგილიდან,
სარეალიზაციოდ განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით – ნახევარ
კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“, 100 გრამი ,,კლეფედრონი” და
ფსიქოტროპული ნივთიერება ,,კეტამინი” ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 261-ე
მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.















