22.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

სამართალდამცველებმა კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული
საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს
და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს.

გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებული, შემდგომი რეალიზაციის მიზნით,
დროებით საცხოვრებელ სახლში მოწყობილ ე.წ. ლაბორატორიაში, სხვადასხვა
ქიმიური საშუალებისა და პრეკურსორების გამოყენებით, ნარკოტიკულ საშუალებებს
ამზადებდა.

სამართალდამცველებმა დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას,
განსაკუთრებით დიდი ოდენობით, კილონახევრამდე წონის ნარკოტიკული
საშუალებები „მეფედრონი“ და „ალფა პვპ“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით
მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ თბილისში ჯგუფურად ძარცვის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავა
შემდეგი სტატიატრამპი: 1000 რაკეტა მიმართულია ირანისკენ, ხოლო ათასობით სხვა რაკეტა დაუყოვნებლივ მოჰყვება, თუ ისინი შეეცდებიან აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტის მოკვლას